საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, მინდელის შახტაში შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება შრომის ინსპექციამ 2017 წლის ივნისში შეისწავლა და რეკომენდაციები გასცა. დეკემბერში ჩატარებული განმეორებითი…
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის სულხან ზუმბურიძის ხელფასი 2017 წელს 341 700 ლარი იყო, რაც თვეში 28 475 ლარს შეადგენს და საჯარო სექტორში „რეკორდული“ მაჩვენებელია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აღდგომის დღეებში მარხვის დასრულებასთან ერთად, ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხშირია არაკეთილსაიმედო გარემოში გასაყიდად გამოტანილი ხორცი, რომელთა წარმომავლობა, ისევე როგორც დაკვლის ადგილი, მომხმარებლისთვის უცნობია.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შენობაში მოშიმშილე ორი თანამშრომელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დილით გაუარესდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ საწარმოო შემთხვევას ეხმაურება. პრეზიდენტის განცხადებით, დატრიალებული ტრაგედია ცხადყობს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმეა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაშავებული სამი მეშახტიდან, ორი გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა და უტარდებათ კვლევები. მესამე…
ტყიბულში, სადაც მინდელის სახელობის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დღეს, დილით, დაახლოებით 04:00 საათზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი სოფლის სკოლის მოსწავლე გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე. პოლიციას რეაგირებისთვის გოგონას დედამ მიმართა. გოგონას სხეულზე დაზიანებები აქვს. 15 წლის ბავშვი რამდენიმე დღეა…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11