საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლის დამატებით რეისებს დანიშნავს.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მეორე დღეა აქციას მართავენ. ისინი პორტში თანამშრომლების შესაძლო შემცირებას აპროტესტებენ. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, პორტის ადმინისტრაციის შენობაში ათამდე თანამშრომელი შიმშილობს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბათუმში, მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლე დაჭრეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი დანით ფეხშია დაჭრილი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2018-2019 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარუდგინა.
50 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში. გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე გოლფ 3-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
500 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „იმერეთზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე, ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ზესტაფონისა და წალენჯიხის სს უბნებზე, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს,…
სახალხო დამცველის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის შემთხვევათა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.
მესტიაში, მესტიაჭალა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია დროებით შეწყდა. მოსახლეობამ სამშენებლო კომპანიის კუთვნილ სატვირთო მანქანებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება იმ პირობით მისცა, რომ სამშენებლო მასალას დაცლიან და პერსონალს გაიყვანენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11