საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II სააღდგომო ეპისტოლეში ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებში თვითმკვლელობის გახშირების ფაქტებზე, საქართველოში მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. პატრიარქი მიიჩნევს, რომ აუცილებელია აბორტის, როგორც…
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. სოფელში მერის წარმომადგენლის, ტარიელ ვათიაშვილის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის დაკავებულია აძვის მკვიდრი, 66 წლის ელდარ გუნდიშვილი. მეორე დაკავებული მამაკაცი…
ტყიბულელი მეშახტეებისადმი სოლიდარობის აქციაზე დაკავებული 5 ახალგაზრდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს. დაკავებულების ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე საქმის მასალების გაცნობის მიზნით, პროცესის გადადება მოითხოვა. მომდევნო სხდომა 20 აპრილს გაიმართება.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 8 და 9 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე, რომელიც ტყიბულელი მეშახტეების სოლიდარობის გამო გაიმართა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 5 წევრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
ხაშურის გამგეობამ 2016 წელს სოფელ წრომის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 51 896 ლარით გამგებლის წარმომადგენლის ოთახები გაარემონტა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 28 წლის ი.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი, 38 წლის ლ.ჯ. და 20 წლის ი.ე. დააკავეს.
ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალიდან ნარკოტიკული საშუალებები დაიკარგა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ჰოსპიტალის საწყობიდან 6000-მდე ამპულაა გამქრალი.
არასამთავრობო ორგანიზაციები ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 6 მაღაროელის გარდაცვალების გამო, ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11