საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ზუგდიდში, ლავრენტი ბერიას ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი ქუჩისთვის სახელის გადარქმევას მხარს არ უჭერს. „ლაივპრესის“ მიერ გამოკითხული მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან ქუჩისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების ინიციატივასაც.
რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდს არასრულწლოვნები თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მათ ლომბარდში ტელეფონის დატოვება უნდოდათ, რაზეც ოპერატორისგან უარი მიიღეს. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დანა ამოიღო და ოპერატორს გარეთ გასვლას აიძულებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში 54 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოკლულს ბლაგვი საგნით დაზიანებები თავში აქვს მიყენებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დანიშნა. თადუმაძემ ამ თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად გადაიყვანეს.
თეთრიწყაროში, სოფელ ჩხიკვთასთან ახლოს, სატვირთო ავტომანქანას მოძრაობის დროს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა. 2014 წლიდან ბეგიაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ბიზნეს-სექტორში საქმიანობდა.
ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბისწყალთან გაჩერებულ ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მოითხოვა, რომ სირიის ქალაქ დუმაში, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, დაუყოვნებლივ მისცენ შესვლის უფლება.
ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2018 წლის 30 მარტს შპს „ნიუ ჰელს“ დააფუძნა, სადაც იგი კაპიტალის 51 %-ის მესაკუთრეა. დანარჩენ 49 %-ს ფლობს გურამ ცანავა, რომელიც შპს „გლობიმექს“-ში ბიძინა…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11