weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

ქართულმა ოცნებამ კვლევა გააყალბა, გრიგოლ ვაშაძე უპირობო ლიდერია – ვაშაძე

13:51 შაბათი, 20 ოქტომბერი 2018 hits 1500

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე უნდობლობას უცხადებს „ქართული ოცნების“ შიდაპარტიულ კვლევას, რომლის მიხედვითაც სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეიტინგში ლიდერობს.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლევის შედეგები გააყალბა.

„ერთმანეთის საპირწონედ არის „ედისონ რესერჩის“ და „ბიგვავა რისერჩის“ კვლევები. მე, მაგალითად, ვენდობი საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაცია „ედისონ რისერჩს“, რომელსაც არაერთხელ გაუკეთებია სწორი პროგნოზირება ქვეყანაში არსებული სურათის. რაც შეეხება „ბიგვავა რისერჩს“, ეს არის „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა. არცერთმა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ ხელი არ მოუწერა გაყალბებულ მონაცემებს და შესაბამისად, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, არჩევნებში უპირობო ლიდერი გრიგოლ ვაშაძეა: „ეს ცალსახად ჩანს აბსოლუტურად ყველგან. ძალიან რეალური სურათია ის, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭირს რამენაირად დაარწმუნოს ადამიანები, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცენ. ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] მიუღებელია ქართველი ამომრჩევლისა და საზოგადოებისთვის“.

„ქართულმა ოცნებამ“ 18 ოქტომბერს შიდაპარტიული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 9 – 17 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ დაკვეთით კომპანია „ფსიქოპროექტმა“ ჩაატარა. აღნიშნული კომპანიის დირექტორი ზურაბ ბიგვავაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.

ოქტომბერის დასაწყისში „ევროპულმა საქართველომ“ მათი დაკვეთით და  კომპანია „ბი-სი-ჯის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი დავით ბაქრაძეს აქვს, მეორე ადგილზე გრიგოლ ვაშაძეა, მესამეზე კი სალომე ზურაბიშვილი.

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ, „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, წინასაარჩევნო რეიტინგში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]