„მინდა ვუთხრა ხალხს, ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო. ახლა არის ორგანიზების, ბრძოლის გაგრძელებისა და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა, არა მხოლოდ ხელების ჩამოშვების დრო არაა, დგება გადამწყვეტი პერიოდი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის დღეს Skype-ით შეუერთდება ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების შეხვედრას, სადაც სამომავლო სამოქმედო გეგმაზე უნდა შეთანხმდნენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
გუშინ, ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარებას არ აპირებს. სააკაშვილმა ხალხს მიმართა და მოუწოდა, დაუმორჩილებლობის მოძრაობას შეუერთდნენ. დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ეს განცხადება სააკაშვილის პერსონალური მოსაზრებაა, რომელსაც ამ ეტაპზე, გაერთიანებაში არ იზიარებენ.
როგორც ცნობილია, მხარდამჭერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებას გააკეთებს.