weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტს გათავისუფლების თხოვნით მივმართე – ანა ნაცვლიშვილი

18:58 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გათავისუფლების თხოვნით დღეს პრეზიდენტს მიმართა. ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ საპარლამენტო მდივანს უფლებამოსილება ავტომატურად არ უწყდება, მაგრამ მიაჩნია, რომ საპარლამენტო მდივანი ისევე, როგორც ადმინისტრაციის უფროსი და მრჩევლები, პრეზიდენტმა თავად უნდა შეარჩიოს.

„ეს დღეც დადგა. დღეს, ვასრულებ მუშაობას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით საპარლამენტო მდივანს ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება, მიმაჩნია, რომ განსხვავებით საჯარო მოხელეებისაგან, რომლებიც არ უნდა იცვლებოდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების პარალელურად, საპარლამენტო მდივანი, ისევე როგორც ადმინისტრაციის უფროსი და მრჩევლები, პრეზიდენტმა თავად უნდა შეარჩიოს; მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს შერჩეული“, – წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად 2018 წლის იანვარში დაინიშნა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა განიხილება.

დიმიტრი გაბუნია იცავდა „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (Cida) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის ინტერესებს, რომელიც ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს. ამის გამო, 7 დეკემბერს, საქართველოს ქალთა მოძრაობამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე გაბუნიას განხილვისას გაითვალისწინოს მისი შეხედულებები ქალთა საკითხების მიმართ.

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი უზრუნველყოფს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას პარლამენტში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა კანონშემოქმედებით საქმიანობას. იგი ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის წინაშე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]