weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მე რომ შს მინისტრი ვიყო, დღეს იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს – თინა ხიდაშელი

23:32 კვირა, 16 ივნისი 2019

„მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, დღეს იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს“, – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებს.

16 ივნისს, ვერის პარკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩასაშლელად გეგმა წარადგინა და სახალხო რაზმების შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძე აცხადებს, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან.

ვასაძემ პოლიციელებიც გააფრთხილა. მისი თქმით, თუ სამართალდამცველები „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს „ცემა-ტყეპას დაუწყებენ“, კომბალი მოხვდებათ.

„თბილისი პრაიდი“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებებზე. პრაიდის ორგანიზატორების განმარტებით, ვასაძის განცხადებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]