weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვაპირებ, შემოდგომაზე საქართველოში მოსალოცად ჩავიდე – სერგეი გავრილოვი

15:03 პარასკევი, 28 ივნისი 2019

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი კიდევ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის მოხდება ეს მან თქვა, რომ „თუნდაც ხვალ“ შეუძლია საქართველოში გამგზავრება.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, გავრილოვმა ინტერვიუ „ნოვაია გაზეტას“ მისცა.

„ძალიან მინდა [საქართველოში ჩასვლა], იქ მე პირადი გეგმები მაქვს. ვაპირებთ, შემოდგომაზე, როდესაც სიცხე გადაივლის, იქ ბავშვებთან ერთად მოსალოცად ჩავიდეთ. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ საქართველოს მსგავსი ადგილი სხვა არ გვაქვს“, – განაცხადა გავრილოვმა.

გარდა ამისა, გავრილოვმა თქვა, რომ 19 ივნისს, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში გამგზავრებაზე კურთხევა პატრიარქ კირილისგან ჰქონდა მიღებული.

„საქართველოში წასვლამდე მივიღე ზიარება და აღსარება ვუთხარი პატრიარქ კირილს, რჩევა ვკითხე მას. მან დამლოცა და თქვა, რომ ჩვენ [რუსეთმა და საქართველომ] სიკეთით უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები“, – განაცხადა გავრილოვმა.

რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნიტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი 19-20 ივნისს საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში იმყოფებოდა. გავრილოვი, რომელიც ასამბელის პრეზიდენტიც არის, ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. გავრილოვის ამ საქციელმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

„ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. რუსი დეპუტატი კი ამბობს, რომ იქ დაიკავა ადგილი, სადაც ქართულმა მხარემ მიუთითა. 

საპროტესტო აქციის შედეგად, 21 ივნისს, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმღვანელი იყო, დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.

თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების გაუქმების ბრძანება გამოსცა. „როსპოტრებნადზორმა“ კი ქართულ ღვინოზე კონტროლი გაამკაცრა.

 

ამ თემაზე:

გავრილოვს საქართველოში არ შემოვუშვებთ – გიორგი გახარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]