weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეხლა სულ „რუსთავი 2“ მექნება ჩართული – ემზარ კვიციანი

13:25 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019

„პირველად ვდგები ეხლა და მივდივარ ტელევიზორის ჩასართავად. სულ რუსთავი მექნება ჩართული!“ – წერს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში, რითიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების გათავისუფლებას ეხმაურება.

მანამდე კვიციანმა თქვა, რომ „რუსთავი 2“-ს „ბლოკი მოხსნა“: „ნებისმიერ დროს მზად ვარ „რუსთავი 2“-ის რესპოდენტი ვიყო“.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გუშინ, 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საინფორმციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სალიამ ასევე დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე გადაცემის „არჩევანი“ წამყვანს, გიორგი გაბუნიას, „ნანუკას შოუს“ წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს და პოლიტიკური თოქ-შოუს „კვირის აქცენტები“ წამყვანს, ეკა კვესიტაძეს „რუსთავი 2“-ის მაყურებელი ვეღარ იხილავს.

პაატა სალიამ ამ განცხადების შემდეგ არხი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დღეს „რუსთავი 2“ ორის ეთერში საინფორმაციო გამოშვება არ გასულა. ახალი ამბები არც ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე ახლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]