მანამდე კვიციანმა თქვა, რომ „რუსთავი 2“-ს „ბლოკი მოხსნა“: „ნებისმიერ დროს მზად ვარ „რუსთავი 2“-ის რესპოდენტი ვიყო“.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გუშინ, 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საინფორმციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სალიამ ასევე დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე გადაცემის „არჩევანი“ წამყვანს, გიორგი გაბუნიას, „ნანუკას შოუს“ წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს და პოლიტიკური თოქ-შოუს „კვირის აქცენტები“ წამყვანს, ეკა კვესიტაძეს „რუსთავი 2“-ის მაყურებელი ვეღარ იხილავს.
პაატა სალიამ ამ განცხადების შემდეგ არხი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დღეს „რუსთავი 2“ ორის ეთერში საინფორმაციო გამოშვება არ გასულა. ახალი ამბები არც ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე ახლდება.