weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგა

12:15 ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020

ქალაქ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, კომახიძე მერიაში დილიდან შეხვედრას მართავს, სადაც თანამშრომლებს გადადგომის შესახებ აცნობა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, თანამდებობას ტოვებს ვიცე-მერი ლაშა ტუღუშიც.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაშა კომახიძე თანამდებობას ტოვებდა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რაც მერიის პრესსამსახურში არ დაადასტურეს, მოგვიანებით კი თქვეს, რომ კომახიძე მიმდინარე კვირის ბოლომდე შვებულებაში იყო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ლაშა კომახიძეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, ის კი სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში ჩასმას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა. რაც შეეხება ჯაბა ტუღუშს ის ვიცე-მერის თანამდებობაზე 2019 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

ბოლო თვეებში უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეიწყვიტეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა, თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ონის მერმა ემზარ საბანაძემ. როგორც „რეგინფომ“ გამოარკვია, ემზარ საბანაძეს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე და გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაუპირისპირდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]