weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს გოჩა ენუქიძეს COVID-19 დაუდასტურდა

15:07 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ენუქიძის თქმით, ინფიცირების გამო, ვეღარ შეძლებს საარჩევნო კამპანიის დასრულებას, რასაც ლეჩხუმში აპირებდა.

„იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას. წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ“, – დაწერა ენუქიძემ სოციალურ ქსელში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 4 შემთხვევა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ხოლო 63 ახალი შემთხვევაა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში.  

კორონავირუსი დაუდასტურდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახა კუკავას და „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, ოთარ კახიძეს.

 

ამ თემაზე:

მილიონერი, სპორტსმენი, მწერალი - რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]