weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ ცესკოსთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი ისევ გამოიყენა

01:18 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციამ მეორედ გამოიყენა წყლის ჭავლი აქციის მონაწილეების დასაშლელად. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციას მართავენ ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ცესკოს შენობასთან მათ რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს მას შემდეგ, რაც მთავრობამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მიერ დაყენებული სამი მოთხოვნა: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ოპოზიცია ცესკოს პიკეტირებას აპირებს. 

ცესკოსთან მისული დემონსტრანტები პოლიციის მისამართით საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ, რა დროსაც მათ წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო გაფრთხილების გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გავრცელდა ინფორმაცია, ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ უარყო. 

როგორც საბანაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და  „ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შსს-მ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა გამოიყენა“. 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ძალის გამოყენება იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. ლომჯარიამ ასვე თქვა, რომ პოლიციას არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მან პოლიციას მოუწოდა, არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]