weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მოვუწოდებთ ყველას, თავიდან აიცილონ ძალადობა – აშშ-ის საელჩო

10:22 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

„არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან“, – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ შექმნილ მდგომარეობას.

ამერიკის საელჩო მიიჩნევს, რომ აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით.

„არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

მოსამართლის გადაწყვეტილებიდან მალევე განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ და მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას. 

ნიკა მელია ამბობს, რომ მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებს, პარტიის ოფისი დატოვოს და პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდეს. ამ დრომდე ის კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში იმყოფება თანაპარტიელებთან და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად. დილით, ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. მათ ნიკა მელიას ადვოკატი შეხვდა და უთხრა, რომ უფლებამოსილი იყო, ნებისმიერი დოკუმენტი თავად ჩაებარებინა. ამაზე პოლიციის წამომადგენლებმა უარი თქვეს და ოფისის შესასვლელი დატოვეს. როგორც მათ განმარტეს, კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

 

ამ თემაზე:

სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით – შსს

მელიას დაპატიმრება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის – სენატორი რიში

პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ვერ დაასაბუთა – ლომჯარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]