weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან გასული მანქანების საბარგულებს ამოწმებენ – მელია

13:32 შაბათი, 20 თებერვალი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, სამართალდამცველები ამოწმებენ თითოეული ავტომობილს, რომელიც პარტიის ცენტრალური ოფისიდან გადის. მელიას თქმით, პოლიციის წარმომადგენლები საბარგულებსაც ჩხრეკენ, რადგან ჰგონიათ, რომ იქ შეიძლება იყოს.

დიახაც, ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. თუ სად გავედი, ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალაც მოგეწოდებათ, თუ გაინტერესებთ. სწორედ ამიტომაც არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში.

გუშინდელი დღიდან თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტერიტორიას ტოვებს, ჩერდება და საბარგულს უმოწმებენ. ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები - ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე.

რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავედი. რატომ შეშფოთდნენ? იმიტომ, რომ მათ გაიგეს, რომ გავედი. ჰკითხეთ „ქართულ ოცნებას“. უბრალოდ, ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება“, – უთხრა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.

ნიკა მელია, მხარდამჭერებთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, პარტიის ოფისში რჩება.

17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელია განჩინების გამოცხადების დროს პარტიის ცენტრალურ ოფისში მხარდამჭერებთან და სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მას მიაჩნია, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებდა პარტიის ოფისი დატოვებას და პოლიციისთვის ჩაბარებას. ოპოზიციის ლიდერებიც ამბობდნენ, რომ სამართალდამცველებს ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]