weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს არის რეჟიმის დასასრული – ნიკა მელია

09:06 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021

„ეს არის რეჟიმის დასასრული. ესენი ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. როგორც არასოდეს, ვარ ძლიერად; როგორც არასოდეს, დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის გამარჯვებაში და ძალიან მაგრად მჯერა, რომ ამ კადრებს როდესაც ნახავენ ჩვენი შვილები, მათ შორის, ჩემი 6 წლის შვილი, როდესაც გაიზრდება, იამაყებს საკუთარი მამით და საკუთარი მამის მეგობრებით“, – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში მანადმე გააკეთა, ვიდრე სპეცდანიშნულების რაზმი დააკავებდა.

„გავრილოვის გამო საქართველოს არცერთი მოქალაქე არ უნდა სამართლდებოდეს. ხვალ რომ 20 ივნისი გაიმეოროს ხელისუფლებამ, ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა გააპროტესტოს - ეს ამას ნიშნავს. ეს მონები. ირაკლი ღარიბაშვილო და ბიძინა ივანიშვილო, თქვენ ხართ ამ ქვეყნის კი არა, ნებისმიერი ქვეყნის მოღალატეები, სადაც დაიბადებოდით და გაიზრდებოდით. ჩვენდა სამწუხაროდ, თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ საქართველოში. პატივია ის ბრძოლა, რომელ ბრძოლაშიც ჩვენ ახლა ვართ. ვერცერთ შემთხვევაში, ხელს ვერ ააღებინებთ თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს, გააპროტესტოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა, რასაც ჰქონდა ადგილი 20 ივნისს“, – განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.

ნიკა მელიას დაკავების მიზნით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისთან დილიდან პოზიცია და სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. ისინი შენობაში შესაღწევად სახანძრო-სამაშველო ტექნიკის კიბეებსაც იყენებდნენ. როგორც შენობაში მყოფმა ადამიანებმა მედიასთან განაცხადეს, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელია განჩინების გამოცხადების დროს პარტიის ცენტრალურ ოფისში მხარდამჭერებთან და სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მას მიაჩნია, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებდა პარტიის ოფისის დატოვებას და პოლიციისთვის ჩაბარებას.

18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]