weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად მიღებაა საჭირო – ჰარცელი

15:14 პარასკევი, 02 აპრილი 2021

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის პარლამენტის დეპუტატების გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს მირებული. ჰარცელი გამოეხმაურა 7 ევროპარლამენტარის მიერ გუშინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარუმატებელ მოლაპარაკებებს ეხება.

„რა თქმა უნდა, იკითხება მკაფიო გზავნილები და საგულისხმოა, რომ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს. უნდა ითქვას, რომ საჭიროა ამ გზავნილების სერიოზულად მიღება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის პარლამენტრის შვიდმა წამყვანმა წევრმა გუშინ განაცხადა, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან ქართველი პოლიტიკური ლიდერებით, რადგან მათ სამშაბათს ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა, მიუხედავად ევროკავშირის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევისა, დაეხმაროს საქართველოს არსებული პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ამ შედეგის გამო დამნაშავეა დისკუსიებში მონაწილე როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ეკისრება.

„პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები ევროკავშირისგან არ უნდა ელოდონ, რომ ის საქმეს ჩვეულებრივ დაუბრუნდება. კერძოდ, ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის შემდგომი თანხების გამოყოფის შეჩერების, ასევე პირობითობის გაზრდის მხრივ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან და მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ევროპარლამენტის წევრები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მედიაციის მეორე რაუნდიც კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა და დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სრულად არცერთი მხარე არ დათანხმდა.

 

ამ თემაზე:

არ მგონია, 6 პარლამენტარის განცხადებამ სტრატეგიულ მიმართულებაზე იმოქმედოს – ვოლსკი

სასწორზე დევს ევროატლანტიკური არჩევანი – ხაზარაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]