weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მსოფლიოს ბოლო დღეებში მოგეჩვენებათ – პრემიერი

15:05 ოთხშაბათი, 11 აგვისტო 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ოპოზიციური არხები“ ისტერიას ქმნიან.

„მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ ამას ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ მშვიდად და ყოველგვარი პანიკის და ისტერიის გარეშე. თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ მსოფლიოს ბოლო დღეებში, აპოკალიფსია პირდაპირ. მთელ მსოფლოში ეს ხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მანამდე ყოველ დღე აქციებს უტარებდნენ „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით.

„ობიექტურად, მაშინ ხალხი იყო შეწუხებული. ეს გავაკეთეთ. შემდეგ გავითვალისწინე მოსახლეობის ჩივილი და სტაბილური სიტუაციისას, როდესაც ვაქცინების შემოტანა დავიწყეთ, გავაუქმეთ პირბადის ტარების რეგულაციაც. დროებით, მაგრამ ვაკვირდებოდით სიტუაციას. ახლა ჩვენ შემოვიღეთ ასეთი რეგულაცია - 5 ადამიანზე მეტი თუ იკრიბება... მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ვიმყოფებით აქტიურ საარჩევნო კამპანიაში, საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი 5697 ახალი შემთხვევა იყო. ბოლო ორ დღეში კორონავირუსით 102 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 45 832 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6578 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1322 მძიმე პაციენტია, მათგან 302 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა (ე.წ. კომენდანტის საათი) 30 ივნისიდან გაუქმდა, 23 ივნისიდან კი სავალდებულო აღარ იყო ღია სივრცეში პირბადის ტარება. გარდა ამისა, მთავრობამ მოქალაქეებსა და კომპანიებს ჩამოაწერა პანდემიის პერიოდში იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემდეგ, 10 აგვისტოდან კვლავ სავალდებული გახდა გარე სივრცეში პირბადის ტარება – ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ერთად 5 ან მეტი ადამიანი შეიკრიბება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]