„ჩემს თვალში გახარია ჩვეულებრივი მოღალატეა და უფრო მეტასაც ვიტყვი: გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ. ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე.
ამას კარგად გამიგებენ“, – განაცხადა დღეს ღარიბაშვილმა ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი გახარიას შესახებ.
გიორგი შენგელია ღარიბაშვილს პასუხობს, რომ მას „მეგრელებმა ვერ გაუგეს“.
„ჩვენ, მეგრელები ისეთი ფასეულობების ხალხი ვართ, ჩვენთვის ჭორიკანა და ენაგადმოგდებული კაცი მიუღებელია და პატივისცემას არ იმსახურებს! არ ვიცი, ეს ვინ გირჩიათ ან რატომ, მაგრამ გარემოცვა და კუთხე ნამდვილად შეგეშალათ! ამიტომ, მომავალში გაითვალისწინეთ, რას და სად იტყვით, რომ ესეთ „ბოროდ“ (სულელად) აღარ გამოჩნდეთ ამხელა აუდიტორიის წინაშე.
მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა (ეშმაკისეული ვინ არის, ამას მეგრელები ოქტომბერში გადაწყვეტენ)“, – ამბობს გიორგი შენგელია.
შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2019 წლის 19 მაისიდან იკავებდა, მიმდინარე წლის 17 მაისს კი „შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე“ გადადგა. ივლისში ის ყოფილი პრემიერ-მინიტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა. 2 ოქტომბრის ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის ზუგდიდის მერობის კანდიდატია.