weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„მაზაკვალი“ ვინ არის, მეგრელები ოქტომბერში გადაწყვეტენ – ზუგდიდის ყოფილი მერი პრემიერს

22:10 ხუთშაბათი, 26 აგვისტო 2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა და პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ უპასუხა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გიორგი გახარიას „მაზაკვალი მოღალატე“ უწოდა. შენგელიას თქმით, მეგრელები ოქტომბერში გადაწყვეტენ „მაზაკვალი“ (რაც მეგრულად „ეშმაკისეულს“ ნიშნავს) ვინ არის.

„ჩემს თვალში გახარია ჩვეულებრივი მოღალატეა და უფრო მეტასაც ვიტყვი: გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ. ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე.

ამას კარგად გამიგებენ“, – განაცხადა დღეს ღარიბაშვილმა ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი გახარიას შესახებ.

გიორგი შენგელია ღარიბაშვილს პასუხობს, რომ მას „მეგრელებმა ვერ გაუგეს“.

„ჩვენ, მეგრელები ისეთი ფასეულობების ხალხი ვართ, ჩვენთვის ჭორიკანა და ენაგადმოგდებული კაცი მიუღებელია და პატივისცემას არ იმსახურებს! არ ვიცი, ეს ვინ გირჩიათ ან რატომ, მაგრამ გარემოცვა და კუთხე ნამდვილად შეგეშალათ! ამიტომ, მომავალში გაითვალისწინეთ, რას და სად იტყვით, რომ ესეთ „ბოროდ“ (სულელად) აღარ გამოჩნდეთ ამხელა აუდიტორიის წინაშე.

მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა (ეშმაკისეული ვინ არის, ამას მეგრელები ოქტომბერში გადაწყვეტენ)“, – ამბობს გიორგი შენგელია.

შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2019 წლის 19 მაისიდან იკავებდა, მიმდინარე წლის 17 მაისს კი „შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე“ გადადგა. ივლისში ის ყოფილი პრემიერ-მინიტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა. 2 ოქტომბრის ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის ზუგდიდის მერობის კანდიდატია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]