weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

10:48 ხუთშაბათი, 30 დეკემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გვიან ღამით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატების განცხადებით, პატიმრის გადაყვანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან. 

„არავითარი ინფორმაცია არ გვქონია, პენიტენციურმა სამსახურმა იმოქმედა ყაჩაღურად და ღამის საათებში გაფრთხილების და ინფორმირების გარეშე, მათ შორის პაციენტის, ადვოკატებისა და ოჯახის წევრების ინფორმირების გარეშე, გადაწყვიტა, რომ გაეტაცებინა ჰოსპიტლიდან ისე, რომ მკურნალობის კურსი დასრულებული არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. სამსახურმა სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნება პირველად 27 დეკემბერს სცადა. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი უწყების თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, აღელდა, რის გამოც წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა და „შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის დროებით გადავადების შესახებ“. 

28 დეკემბერს ჰოსპიტალში არ შეუშვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები – იურისტი საბა ბრაჭველი და ნევროლოგი თენგიზ წულაძე. ბრჭველმა სააკაშვილი გუშინ, 29 დეკემბერს მოინახულა. მისი განცხადებით, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, რომლის გახმაურებისგან სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თავი შეიკავა. საბა ბრაჭველის თქმით, არ მიეცა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ 18:00 საათის შემდგომ „ფორმა 100“-ის ნახვა შეუძლებელი იყო.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორში 19 ნოემბერს გადაიყვანეს, რასაც წინ უძღოდა მისი 50-დღიანი შიმშილობა. სააკაშვილი აცხადებდა, რომ ვიდრე ჰოსპიტალში იქნებოდა არ იშიმშილებდა, ციხეში დაბრუნების შემთხვევაში კი შიმშილობის განაახლებდა.

 

ამ თემაზე:

სააკაშვილს იქ დარჩენა სურს, სადაც არ ეკუთვნის, ეს დისკრიმინაციაა – კობახიძე

უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სააკაშვილს პატივისცემით მოეპყროს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]