weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის გაუქმება ზახაროვამ „ჯანსაღ“ გადაწყვეტილებად შეაფასა

19:17 ოთხშაბათი, 01 ივნისი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის გაუქმებას გამოეხმაურა. ზახაროვას თქმით, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ჯანსაღი გადაწყვეტილება მიიღო.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მოსკოვი დიდ პატივს სცემს მოძმე სამხრეთ ოსი ხალხის სურვილს, საკუთარი ბედი რუსეთთან ერთად ააშენოს.

2008 წელს სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა აიღო პასუხისმგებლობა მის უსაფრთხოებასა და მშვიდობიან მომავალზე.

რაც შეეხება რეფერენდუმს, რა თქმა უნდა, ასეთი საკითხი მოითხოვს მხარეების მიერ ყურადღებით გაანალიზებას და განხილვას. იმის გათვალისწინებით, რომ ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის ინიციატივა ჩვენთან არ ყოფილა შეთანხმებული, სახელმწიფოს ახალი მეთაურის გადაწყვეტილება 13 მაისის ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ჯანსაღია და პასუხობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სულისკვეთებას და მნიშვნელოვან საკითხებზე მჭიდრო ორმხრივი კოორდინაციის პრინციპს“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, რუსული მხარე მზად არის, სამხრეთოსეთელ პარტნიორებთან კონსულტაციები გამართოს და „შემდგომ ინტეგრაციაზე“ იმსჯელოს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეულმა ე.წ. პრეზიდენტმა საკუთარი წინამორბედის მიერ დანიშნული რეფერენდუმი გააუქმა. ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა ჩატარებულიყო.

ალან გაგლოევმა ბიბილოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. როგორც მან განმარტა, სრულად უჭერს მხარს „ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას“, თუმცა არ ფიქრობს, რომ „ისტორიული მომენტი“ დამდგარია. 30 მაისს გაგლოევმა ბიბილოვის ბრძანების მოქმედება შეაჩერა, რადგან მიიჩნია, რომ სარეფერენდუმო შეკითხვის სამართლებრივი შედეგები გაურკვეველი იყო. ე.წ. პრეზიდენტი „შემდგომი ინტეგრაციის“ საკითხზე რუსეთთან კონსულტაციების ინიციატივით გამოვიდა.

 

ამ თემაზე:

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა უპასუხოდ არ დარჩება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]