weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იგორ დოლგოვი საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

16:15 შაბათი, 25 ივნისი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვილოდიმირ ზელენსკიმ, იგორ დოლგოვი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ზელენსკის განკარგულება 24 ივნისით თარიღდება.

იგორ დოლგოვი საქართველოში უკრაინის ელჩად 2017 წლიდან მუშაობდა. პრეზიდენტმა ზელენსიმ ის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე გაიწვია, რის მიზეზადაც საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის დახმარების მსურველი მოხალისეების დაბრკოლება და სანქციების მიმართ „ამორალური პოზიცია“ დასახელდა.

„არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველასთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად. იმისთვის, რომ უკრაინამ მოიპოვოს თავისი მომავალი. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის შრომას. და არიან ისეთებიც, რომლებიც დროს კარგავენ და მხოლოდ თანამდებობაზე დარჩენისთვის მუშაობენ. დღეს ხელი მოვაწერე პირველ განკარგულებას ასეთი ადამიანის გაწვევის შესახებ, მაროკოდან ასეთი ელჩის გაწვევის შესახებ. ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდანაც. მთელი პატივისცემით - თუ არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება დაბრკოლებები რუსული ბიზნესისთვის - გთხოვთ, მოძებნოთ სხვა სამუშაო“, – განაცხადა ზელენსკიმ მოგვიანებით.

ამჟამად საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ანდრი კასიანოვი ასრულებს. აპრილში ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოში ელჩს დააბრუნებს მაშინ, როგორც კი მთავრობის ლიდერების მხრიდან მხარდაჭერას იგრძნობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]