weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კელი დეგნანის პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი – ხუნდაძე

12:50 შაბათი, 09 ივლისი 2022

„მე ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ ერთი დეპუტატის მიმართ გამოხატული უპატივისმცემლობა, ამ პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხს.

ხუნდაძე დეგნანს მოუწოდებს, ყაველაშვილის კითხვებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ღიად დააფიქსიროს.

„არ მგონია, დემოკრატიის პრინციპებში სადმე ამას ვკითხულობდეთ და ეს იყოს დასავლური სტანდარტი, როცა უმაღლესი დონის დიპლომატი დეპუტატის მიერ გაგზავნილ წერილს არც კი კითხულობს და ამას საჯაროდ აჟღერებს. მე უკვე განვაცხადე, რომ ასეთი დამოკიდებულებით ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვა ზიანდება. ეს კი საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

დეპუტატის მიერ გაგზავნილი კითხვები იყო ლეგიტიმური და რეალური. ეს კითხვები აწუხებს დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ამ კითხვებს გვისვამენ  პოლიტიკოსებს და ჩვენ გვჭირდება პასუხები იმისათვის, რომ ხალხს ვესაუბროთ.

როდესაც პასუხებს თავს არიდებთ ან ზოგადად, როდესაც პასუხები არ გაქვთ, გადადიხართ შეურაცხყოფაზე. და თუკი ეს დუმილი ან იგნორი, მით უმეტეს შეურაცხყოფა დიპლომატისგან ხდება, მაშინ იმიჯი უზიანდება იმ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს.

კითხვებზე პასუხია საჭირო. თუნდაც ორ კითხვაზე: მისაღებია თუ არა თქვენთვის სახალხო დამცველის მიერ ღიად გაჟღერებული ომის რიტორიკა? როცა ის ამბობს, რომ „დგება მომენტი, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს სირცხვილს“ და სირცხვილს არქმევს იმას, რომ საქართველო თავის საზიანოდ არ შეუერთდა ახალ სანქციებს. და ასევე, მხარს უჭერთ თუ არა ტექნიკური მთავრობის შექმნას?

თქვენგან ველი პასუხებს და თუ აშშ-ის ელჩი პასუხებს არ გასცემს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების კითხვებს, მაშინ ხალხში გაჩნდება კიდევ უფრო მეტი კითხვები. ეს კი საზოგადოებაში პროტესტს იწვევს. ამიტომ, მოვუწოდებ ქალბატონ დეგნანს, ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ყველა იმ კითხვაზე, რაც აწუხებს ქართველ ხალხს“, –ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში, რომელიც პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გუშინ თქვა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით იყო სავსე. ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა აღნიშნა, რომ წერილი ბოლომდე ვერ წაიკითხა. დეგნანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სიცრუეა ომში ჩართვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გავრცელებული ნარატივი. აშშ-ის ელჩი კითხულობს, რა არის ამ ყველაფრის მოტივი და რატომ გრძელდება ეს ნარატივი.

 

ამ თემაზე:

კობახიძის თქმით, აშშ-ის ელჩმა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]