weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

EU-ის ელჩი საქართველოს „ომში ჩართვაზე“: ასეთი სურვილი არც ყოფილა და არც მომავალში იქნება

13:45 ხუთშაბათი, 14 ივლისი 2022

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, „კატეგორიულად არ შეესაბამება“ სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული ნახოს და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე.

„გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ.

ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს“, – განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელს ასევე ჰკითხეს – რამდენად უკავშირდებოდა, ამ ეტაპზე, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები.

ელჩის განმარტებით, ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა.

„ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში დასახმარებლად, ჩვენ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩავდეთ. სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა. ის შემდგომი ნაბიჯების საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ელჩმა.

იმაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი არსებობს, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერები საუბრობენ. ევროკომისიის მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მხოლოდ იმიტომ მიენიჭა, რომ მის ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს, ხოლო მოლდოვა მისი ახლო მეზობელია.

 

ამ თემაზე:

კობახიძე: მოლდოვას ჯარი არ ჰყავს და ვერავის ვერ ექნება ინტერესი, რომ ომში ჩართოს

სუბარი EU-ის კანდიდატის სტატუსზე: „საქართველოსთვის მოხდა ამ ყველაფრის გამოგონება“

სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი: ომში ჩართვის გარეშე კანდიდატის სტატუსს არც 6 თვეში მოგვცემენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]