weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვახტანგ გომელაური ყოველთვის ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ინტერესებით და კანონით – თალაკვაძე

14:39 პარასკევი, 12 აგვისტო 2022

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კანონმორჩილი ადამიანია და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი იოსებ გოგაშვილის ბრალდებები უსაფუძვლოა.

„ვახტანგ გომელაური არის ძალიან პრინციპული ადამიანი. თავის საქმიანობაში ის ყოველთვის ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებით, საქართველოს კანონმდებლობით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მის მიმართ გაკეთებული ეს ბრალდებები დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და ემსახურება საქმიდან, ძირითადი საკითხიდან ყურადღების გადატანას“, – აცხადებს თალაკვაძე.

გუშინ, 11 აგვისტოს, იოსებ გოგაშვილის Facebook-გვერდზე მისი განცხადება გამოქვეყნდა. გოგაშვილი ამბობდა, რომ ციხეში ბიძინა ივანიშვილისაგან მუქარა მიიღო – „თუ არ გავჩერდები და სასურველ ჩვენებას არ მივცემ, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება“.

იმავე დღეს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულები იოსებ გოგაშვილი რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთგზის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა განახორციელა. როგორც ადვოკატი ამბობს, გოგაშვილს მისი ოჯახის წევრების „გაჩუმებაც“ მოსთხოვეს და ამ მიზნით ისინი ციხეშიც შეახვედრეს მაშინ, როცა სასამართლოს დადგენილებით, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს მხოლოდ ადვოკატებთან კომუნიკაციის უფლება აქვს. იოსებ გოგაშვილის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ცნობილია სატელეფონო ნომრები, რომლითაც ზარები ხორციელდებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გოგაშვილის და მისი ადვოკატების განცხადებების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება უნდა დაიწყოს. „უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

იოსებ გოგაშვილი, რომელიც სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას 2015-2018 წლებში იკავებდა, მიმდინარე წლის 16 ივლისს დააკავეს. წინასწარი პატიმრობის შეფარდების და რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ გოგაშვილმა ადვოკატების მეშვეობით რამდენიმე განცხადება გაავრცელა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ. 26 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა. ის ასევე წერდა, რომ გომელაურმა ექვსი წლის წინ, როდესაც სუს-ის უფროსი იყო, საკუთარი ქალიშვილის საქმრო მის „ერთგულ სუს-ის ზონდერებს“ გაატაცებინა, აწამებინა, სომხეთის საზღვარზე „გადააგდებინა“ და დაემუქრა, რომ თუ დაბრუნდებოდა, იარღს ჩაუდებდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ შს მინისტრმა იოსებ გოგაშვილს პირველად 28 ივლისს დაურეკა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]