weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

15:49 ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. ამიტომ, დღეს შესაბამისი დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები“, - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. „ევროპული საქართველოდან“ კენჭს იყრის დავით ბაქრაძე, ოპოზიციური გაერთიანებიდან გრიგოლ ვაშაძე, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან“ - შალვა ნათელაშვილი, „შენების მოძრაობიდან“ - დავით უსუფაშვილი. საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია „ქართულ ოცნებას“. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას აპირებს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებაც“. 

რაც შეეხება არჩევნებში თავად გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობას, როგორც მან დღეს განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]