weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

15:35 ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ თანამდებობა დატოვა. როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, კოდუამ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა.

„გუბერნატორის გადასაწყვეტია დაადებს თუ არა რეზოლუციას განცხადებას. პრობლემა არ ყოფილა, ეს მისი სურვილი იყო. ვისაც შეუძლია და სურს მუშაობა იმუშავებს. ვისაც არ შეუძლია და ვერ ჩაჯდება იმ ტემპში, რომელსაც ითხოვს მთავრობა და ხელისუფლება, თავისთავად წავა“, - განაცხადა გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა გვასალიამ რადიო „ათინათთან“.

დავით კოდუა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე 2016 წლის ბოლოს, ლევან შონიას გუბერნატორობის პერიოდში დაინიშნა.

2018 წლის 20 აგვისტოდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობას ალექსანდრე მოწერელია იკავებს, მის მოადგილედ კი ნინო ვიბლიანი დაინიშა, რომელიც მანამდე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მერის წარმომადგენელი იყო.

ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წარუდგინა. „არავინ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და აქ არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა“, - განაცხადა შს მინისტრმა შეხვედრაზე, რომელსაც დავით კოდუაც ესწრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]