weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ ფოტო და ვიდეომასალას, რომლითაც უწყება ცდილობს დაამტკიცოს, რომ პატიმარი არ შიმშილობს და „საკვებს იღებს“.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 60 წლის მამაკაცის გარდაცვალების გამო და მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის მე-12 დაწესებულების სამედიცინო დახმარების ოთახში გადაღებული კადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საკვებს იღებს“. გარდა ამისა, უწყებამ გამოაქვეყნა ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ფაფების, წვენების…

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაში აქვს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სააკაშვილის კვების რაციონი ფაფებისა და ნატურალური წვენებისგან შედგება.

„ხვალ, 5 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც უახლოეს პერიოდში მთელი საქართველო შემოუერთდება“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მხარს უჭერს ერთდოროულად ბევრ ადგილზე აქციების გამართვის იდეას. მისივე თქმით, აქციების მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნები და მისი გათავისუფლება უნდა იყოს.

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ არ უნდა „მესამე პრეზიდენტის მკვლელობის“ თანამონაწილე იყოს და მზადყოფნას გამოთქვამს, მის ნაცვლად თავად ჩაჯდეს ციხეში. „ქართული ოცნებისადმი“ მიმართვა ბურჭულაძემ Facebook-ით გაავრცელა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მას მეხსიერების პრობლემა აქვს.

საქართველოს პარლამენტის წევრი, ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ვაცლავ ჰაველს, ერნესტო ჩე გევარასა და ნელსონ მანდელას ახსენებს. მისი თქმით, ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, საქართველოს ისტორიისთვის ღირსეული ქცევაა.

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, წალენჯიხაში ბინის ყიდვას და საცხოვრებლად გადასვლას აპირებს. როგორც მან გუშინ, ოპოზიციის მიერ ზუგდიდში გამართულ აქციაზე თქვა, წალენჯიხის ახალ მერს გვერდში დაუდგება. ხაზარაძე ბიზნესმენებსაც მოუწოდებს,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]