weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვერტმფრენით გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სიკვდილამდე შიმშილს აპირებს, რომ საკუთარი მაგალითით „წვლილი შეიტანოს“ ქვეყნის „გათავისუფლებაში, მისი ევროპული გზის შენარჩუნებაში და რუსული ოლიგარქატის კლანჭებიდან გამოხსნაში“. სააკაშვილის თქმით, მისთვის…

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში აზიარა. როგორც მეუფემ თქვა, ეს სააკაშვილის ინიციატივითა და კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით…

„მე მინდა კიდევ ერთხელ შევაფასო არჩევნები – ეს იყო ნამდვილად ისტორიული არჩევნები და ისტორიული გამარჯვება. რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ქვეყნის და ხალხის გამარჯვება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატება უსურვა წალენჯიხის არჩეულ მერს გიორგი ხარჩილავას და განაცხადა, რომ მთელი მთავრობა მზად არის „ოპოზიციურ მერთან“ თანამშრომლობისთვის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადასაყვანად ხელისუფლებისთვის…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ამ საკითხზე დაუყოვნებლივ უნდა იმსჯელოს ექიმების კონსილიუმმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ტყუილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის განცხადება იმის შესახებ, რომ აქციების ორგანიზატორები ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციას შესაძლებლობას განიხილავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ღირსების მედლით ჯილდოვდებიან მოქალაქეები საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის.

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 24-საათიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]