weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

„ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ გუშინ, დაახლოებით 10-კაციან თათბირზე პარტია „დროას“ დამფუძნებლის, მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი იქნა განხილული.

გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის მოტყუებით გამოყვანაში ციხის დირექტორიც იყო ჩართული.…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, რომ ხვალ, 10 ნოემბერს ჩანიშნულ პროცესზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი იზიარებს და მხარს უჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან აქციის გამართვაზე უარის შესახებ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. როგორც სააკაშვილი ამბობს, უთხრეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მიჰყავდათ.

მიხეილ სააკაშვილი თქმით, მოატყუეს, რომ რუსთავის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ამის შესახებ მან სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უთხრა, რომელმაც გლდანის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულა.  

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება. მათი განცხადებით, იმედგაცრუებულნი არიან სააკაშვილის გადაყვანისა და იმის გამო, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ…

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღოღაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ შეასახლეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო მოძრაობა, რომელიც დღეს, თავისუფლების მოედანზე დაიწყო, არ დასრულდება მანამ, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება, მისი თავისუფლება და ვიდრე ხელისუფლება…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]