weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეიდან პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვებიან. დღეს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას გახსნის.

ოპოზიცური პარტიების წევრებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერის, დათო გოგუას და მერიის სამსახურების ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვეს. საქმე ეხება მერიაში გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს, როდესაც სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.

პოლიტიკური პარტია „გირჩი“, რომელსაც იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი წარმოადგენენ, თხოვნით მიმართავს „ქართულ ონცებას“ ხვალინდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციური პარტიების სიებით გასული 51 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

„ორმა კაცმა რაც შევძელით მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“ და დანარჩანი ოპოზიცია – 54 დეპუტატია გარეთ დარჩენილი. ისინიც შემოვიდნენ, დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა…

საქართველოს პარლამენტში „მოქალაქეებისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ [ISFED] განცხადებით, ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული 850-ვე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი გადაამოწმეს, რის შედეგადაც დადასტურდა უბნების 8%-ში გამოვლენილი მეტობითი დისბალანსი, რის შესახებაც ორგანიზაციამ თავიდანვე განაცხადა.

ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლივი განცხადებით მიმართავს „ქართულ ოცნებას“, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. როგორც პარტიები აცხადებენ, მათი მოთხოვნები იგივეა – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები და საარჩევნო…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ცალკეულ რეგიონსა და ქალაქში, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოვლენილი დადებითი შემთხვევები 4%-ზე ნაკლები იქნება, შესაძლებელი გახდება ეკონომიკის გახსნის გეგმის დაჩქარება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო დაკავებულ 30 წლის ირაკლი ფანგანს პროკურატურამ ბრალი პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლავრენტი გოგსაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამგებლის მოადგილე ერთ-ერთ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის მიღებაში ხელს უშლიდა, გამარჯვების შემდეგ კი კომპანიას სისტემატურად უქმნიდა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]