weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

პოლიტიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე წელს დედაქალაქში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა და მისთვის განკუთვნილი თანხით – დაახლოებით 700-800 ათასი ლარით – გაჭირვებულებს დაეხმარებიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ის აცხადებს, პირადი გადაწვეტილებით, დღეიდან, პირველი დეკემბირიდან ცესკოს თანამშრომელი აღარ არის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მაჭავარიანი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე წინასასამართლო სხდომა, სადაც მხარეებმა მტკიცებულებები უნდა წარადგინონ, პროკურატურის შუამდგომლობით ორი თვით გადადო, დაკავებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ქართული მხარის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე 2019 წლის ივნისის მოვლენები არ…

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი - ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე დააკავეს. მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ელენე ხოშტარია და აქციის სხვა მონაწილეები პარლამენტის…

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს, მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაც ახსენა. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა.

27 ნოემბერს ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

„ლელოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან პარტიის დაფინანსებას მიიღებენ, ხოლო საპარლამენტოს – არა. როგორც ხაზარაძე ამობობს, ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ კენჭისყრით მიიღო, რომელშიც არც თავად მონაწილეობდა და…

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, კითხვები ძირითადად 2012 წელს, ბრიფინგზე…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]