weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც ადასტურებენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და საარჩევნო სიების გაუქმებას ითხოვენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების მიღწევა ახალარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე ვერ მოხერხდა.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ 86 ხმით არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ. თალაკავაძე ამ თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო.

პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, ამბობს, რომ საქართველო ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა არ არის, მაგრამ აქ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში. ამის…

პარლამენტმა 150 წევრის, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატების, უფლებამოსილება ცნო. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილება 87 ხმით მიიღეს.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის, რის შემდეგაც სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს მისცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე…

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად იძულებაში, მუქარასა და ქრთამის მიცემაში ბრალდებულები – აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ…

„ლელო საქართველოსთვის“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს. ამის შასახებ გადაწყვეტილება დღეს პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო. როგორც „ლელოს“ გეერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მანდატაზე უარის თქმა „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგზე უარის თქმას არ ნიშნავს.

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა ელჩების შეურაცხყოფაა.

„ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ხვალ დავწერთ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ ბოიკოტს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]