weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის წევრებს დღეს ხმის მიცემის პროცედურების ინსტრუქცია დაურიგდათ. ამის შესახებ ინფორმაცია და ინსტრუქციის ფოტოები „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა სერგო რატიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეებს ერთ დონეზე არ დააყენებდა, რადგან ორი სხვადასხვა საკითხია. ამ თემაზე პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა.

„არ ვიცოდი, რომ უცებ ასეთი ცხოველების დამცველები გავხდით“, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ კრიტიკას, რომელიც ლიეტუვაში, ოფიციალური ვიზიტის დროს, მის მიერ ქურქის ჩაცმას მოჰყვა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნეპოტიზმთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ ადმინისტრაციაში საკუთარი გერი, ნანა კაშია კონკურსის გარეშე იმიტომ დაასაქმა, რომ ის მისთვის სანდო კადრია.

„რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა გახდეს ის, რომ პედაგოგის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული უნდა იყოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, ტექნიკური პრობლემა გახდა იმის მიზეზი, რომ პლენარულ სხდომაზე ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ​გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ამ საკითხზე კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კვაჭანტირაძის გადაყენებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებობა, თუმცა საკითხს…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი, რომელიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, გადაიდება. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, კირკიტაძეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის გამოც…

პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, შეაჩერონ მისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირებს, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლება აღარ ექნებათ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია შეცვლის. ამის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]