საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც „კულტურის პალატისთვის“ ყოფილი ქარხნის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს განიხილავდნენ, კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა…
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია. მდინარაძის თქმით, იყო მცდელობა, რომ ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო, რაც წარმატებით გამოვიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები და აღარ იქნება საჭირო, რომ „შვილები საზღვარგარეთ გავაგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად“.
„საქართველო გაიცნო მსოფლიომ, როგორც უნიკალური კულტურის ქვეყანა. მე გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოსკოვში მოლაპარაკებები გამართეს. რუსული სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, პუტინმა რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის ურთიერთობების ხასიათზე ისაუბრა.
6 მარტს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გმოქვეყნებული წერილი, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა გამოძიებას წარუდგინა, ადასტურებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცების ფართომასშტაბიან კამპანიას ახორციელებს“. უდუმაშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია აბსოლუტურ ნდობას…
„შენების მოძრაობის“ წევრი და ფრაქცია „ევროპული შენების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი ნანეტაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტოვებს. მას საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, პაპუნა კობერიძე ჩაანაცვლებს.
გიორგი გახარიას განცხადებით, მას, როგორც ყოფილ ეკონომიკის მინისტრს და მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს, კარგად ესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის.
„შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას და რომელიც უმეტესი ქვეყნების პრაქტიკაში მოიპოვება“, – ამის შესახებ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11