weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

„ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მეხუთე პრეზიდენტი და მე ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სწორი და ადეკვატური იქნება, თუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება. მარგველაშვილის თქმით, ამის შემდეგ ქართული საზოგადოებისთვისაც და ქვეყნის პარტნიორებისთვისაც ბევრი რამ გასაგები იქნება.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტიდან გაიწვევენ უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება. მარგველაშვილის თქმით, ამ მიმართულებით, პროტოკოლებს შორის ყველაფერი გარკვეულია.

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტში გუშინ მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი თანაპარტიელი ირმა ინაშვილი სწორად მოიქცა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, მსჯავრდებულთა შეწყალების აქტს, სავარაუდოდ, აღარ გამოსცემს. მარგველაშვილმა შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა, სადაც საქმეები უნდა განეხილათ, გააუქმა.

„მემგონი, ერთხელ ჩხუბი ჯობია და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ, ეს მართლა კრიმინალები ესენი“, – მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას პარლამენტის პლენარულ…

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს, ლაჩრულს, ვერაგულს, ცალსახად დისკრიმინაციულსა და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, თელავში საპროტესტო აქციას გამართავს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც…

დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]