weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, კრწანისის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე. მოსამართლემ თემურ გორგაძეს 6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე წევრმა აჭარის რაიონული ორგანიზაციები დატოვა. „ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რაულ თავართქილაძემ განაცხადა, რომ მისთვის და მისი…

თბილისის ქუჩებში ბანერები ლოზუნგით „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ წინანდალში მცხოვრები ბიზნესმენის, ალექსანდრე მეგუთნიშვილის დაკვეთით განთავსდა. როგორც მეგუთნიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში უკანონოდ დააკავეს და დიდი ოდენობით თანხა…

„600 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება. ეს არის უპრეცედენტო ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო ადასტურებს, რომ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებულ პიარ სპეციალისტს, მოშე კლუგჰაფტს „ვიღაც ებრაელი აფერისტი“ უწოდა.

„საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. შავი სიის პრობლემის მოგვარების გზაზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია „საქნახშირის“ დირექტორი ჯამბულ ჯაყელი მეშახტეებს აიძულებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, იხუმრა, როდესაც ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „48 საათი საქართველოში“ პოსტერი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გააზიარა და პიანისტს მადლობა გადაუხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]