weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა. ზურაბიშვილი ენგურზე შვილებთან ერთად მივიდა.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასატანი საარჩევნო ყუთებით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

„ქართული მარში“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას გამორიცხავს, თუმცა, ამავე დროს „თავისუფალ არჩევანს“ აცხადებს. მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, ვისაც სურს, შეუძლია მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს. 

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, წინა ხელისუფლების დროს ანაკლიაში დაწყებული ყველა პროექტი შეჩერდა.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას საქართველოსთვის სტაბილურობა სურს. როგორც მან „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ქვეყანას რევოლუცია და ერთმანეთს შორის დაპირისპირება აღარ სჭირდება.

უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

„დღეს რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება ხელისუფლებაში. არცერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა დაბრუნდეს თავის კაბინეტში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებას, თუმცა მთავრობაში ყოფნას არ აპირებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას ლაზიკის საზღვაო ზონის ხელმძღვანელობა სურს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, კომპანია Edison Research-ის ბოლო წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქარელში, რუის-ურბნისის მიტროპოლიტს, მეუფე იობს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებოდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]