weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე გამოსახვა პოლიტექნოლოგიის თვალსაზრისით არათუ მისაღებია, არამედ ამ ხერხის გამოყენება ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხმების რაოდენობაში პოზიტიურად აისახება, – განაცხადა საპარლამენტო…

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, მათ ხელისუფლებაში რევანშისტული ძალის დაბრუნება არ სურთ.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ფოტოც გამოჩნდა. ბათუმში გაკრულ ბანერზე ახალი სლოგანია დატანილი – „არა დიქტატურას, აირჩიე თავისუფლება“.

თითოეული ჩვენგანი, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახვასთან დაკავშირებით.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე ბიძინა ივანიშვილის ფოტო დაბეჭდეს. გარდა ამისა, ბანერზე დატანილია ახალი საარჩევნო სლოგანი „პრინციპული არჩევანი. ღირსება, თავისუფლება,…

28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, ხინჯი შეიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე მიიღეს. 28 ნოემბერი ოთხშაბათი, სამუშაო დღეა, რის გამოც, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საქართველოში უქმედ გამოცხადდება.

„როგორც ყველა ვხედავთ, ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“…

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებზე ისაუბრეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]