weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარვის გაშლის უფლების შეზღუდვას ეხმაურება. ჩუგოშვილი თბილისის მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს კანონის მოთხოვნა გაითვალისწინონ.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მივიდა, სადაც დამონტაჟებულ ეკრანზე რაგბში საქართველოსა და იტალიის მატჩის ტრანსლირება მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, 11 ნოემბერს თელავში შეიკრიბებიან. როგორც „რეგინფოს“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მოსახლეობასთან შეხვედრა 15:00 საათზე, თელავის თეატრში დაიწყება.

პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ და ვერ დაბრუნდება. ვაშაძის განმარტებით, ახალი პოლიტიკური ფრონტი, რომელის შექმნა უკვე დაწყებულია, ერთპარტიულ მმართველობას არ დაუშვებს.

პარტია „ევროპული საქართველო“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ დატოვა. პირველი არხის ინფორმაციით, ღურწკაიამ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას…

„მე  ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე. ეს იყო 2004 წელს, რითაც მე ძალიან ვამაყობ. ეს პირველი ნიშანია საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პროფესიონალიზმის აღიარებისა“, – განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა…

„ნაციონალურ მოძრაობას“, „რუსთავი 2“ ის დახმარებით, დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინაღმდეგ, რომელიც არჩევნების დისკრედიტაციას და ამისთვის ყალბი მტკიცებულებების შექმნას ემსახურება“, –  განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა…

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე „ევროპული საქართველო“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გორის საკრებულოს წევრმა ზვიად საბანაძემ დატოვა. როგორც საბანაძემ განაცხადა, მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა მიუღებელია.

საქართველოს ფოსტამ მარკაზე, რომელიც 2018 წელს საქართველოს ხიდების სერიის ფარგლებში დაბეჭდა, თბილისში მდებარე მშვიდობის ხიდი (ინგ. Bridge of Peace) გამოსახა. მარკაზე ხიდის სახელწოდებად ინგლისურად „თავისუფლების ხიდი“ (ინგ. Freedom Bridge) დააწერეს.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გენერლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]