საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შეცდომა წინა ხელისუფლებასთან გამოცხადებული კოაბიტაცია იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა. გახარიას განცხადებით, მისი ვიზიტის მიზანი რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გადამოწმება იყო. მისივე თქმით,…
„ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ვერ გავმდიდრდებით“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
ახმეტა - თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კახეთში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, გელა სამხარაულმა განაცხადა, რომ შესაძლოა მერებიც შეიცვალონ.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევისთანავე გამოაცხადებს ამნისტიას მათთვის, ვინც სასჯელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარების გამო იხდის.
„ჩემს კახელ გლეხებს მინდა დავპირდე, რომ ოქრუაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ცეცხლითა და მახვილით რთველს ვერასოდეს ჩაატარებენ და ვერც ვენახის გაჩეხვას მოსთხოვენ კახელ გლეხებს, რომლებმაც წელს 285 მილიონი ლარის ყურძენი…
„ქვეყანა არის ჩიხში შესული და ჩიხიდან გამოყვანა სჭირდება. თქვენ ამას რამდენად შეძლებთ, ბუნებრივია, ხალხზეა დამოკიდებული. მინდა, რომ წარმატება გისურვოთ“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას.
საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის არასწორი ინტერპრეტაციის გამო განმარტების გაკეთება უწევთ.
„კათოლიკოს-პატრიარქს ვთხოვეთ დახმარება, რომ რამენაირად დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.
„უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმებზე“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა,…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11