weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პოლიტიკა

„მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი…

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის საპარლამენტო მდივნად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. პრეზიდენტის განცხადებით, ანა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ხმაა იმ საკანონმდებლო პროცესებში, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ვითარდებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დანიშნა. ანა დოლიძე ამ თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.

პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა თელავში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში…

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო (პრემია) აღარ გაიცემა.

ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 12 პირადი თანაშემწიდან 7 გააუქმა. შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან მერიაში 5 თანაშემწე დარჩება.  

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა, ქართული და უცხოური მედიისთვის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში განცხადებები გააკეთეს.

ქალაქ თელავის მერმა და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების 8 გამგებელმა, 2014 – 2017 წლებში, საერთო ჯამში 1 109 000 ლარზე მეტი ოდენობით ანაზღაურება მიიღეს, საიდანაც დაახლოებით 140 000 ლარი, ანუ 12.6% - პრემიების…

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ  განაცხადა, რომ აფხაზეთის ბაზარი საქართველოდან შეტანილი პროდუქციით არის სავსე, რის გამოც აუცილებელია, საზღვარზე საქონლის გადაადგილება გაკონტროლდეს. ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა, რომ საბაჟოს გახსნა „საქართველოსთან ეკონომიკური…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]