საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის ბრძანება, რომლითაც მან საკრებულოს აპარატის სპეციალისტს ნონა ლურსმანაშვილს გაფრთხილება მისცა, როგორც ლურსმანაშვილი ამბობს, სამუშაო დროს ტუალეტში გასვლის გამო.
საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს, - ამ თემაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და შინაგან…
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული შენიშვნის შემდეგ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრების მიერ შექმნილი 8 ფრაქციიდან, 3 გააუქმეს.
სამართალდამცველებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გივი ძმანაშვილი დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა, რომელიც ე.წ. რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლას ითვალისწინებს.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულია, მათი ქორწინებიდან 3 თვის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა, სადაც მისი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 4620 ლარია. …
პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ გიგი უგულავამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
„დროა, საქართველოში დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, მეც“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ავტოპარკში არსებული ავტომანქანების ფერი უნდა შეიცვალოს და…
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს დღეისათვის საფრთხე არ ემუქრება. მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ამ შესაძლებლობას გაუფრთხილდნენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 2017 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოების 1019 ნორმატიულ აქტზე გასცა უარყოფითი დასკვნა. ყველაზე მეტჯერ - 33-ჯერ შენიშვნა ზუგდიდის საკრებულომ მიიღო, 29-ჯერ კი ჩხოროწყუსა და ცაგერის საკრებულოებმა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11