weather cur horoscope tv
ოქტომბერი 12, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

პოლიტიკა

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისთვის ბრალდებულ ივანე (მამუკა) ხალხელაურს, რომლის საქმეც თელავის სასამართლოს წარმოებაშია, ახმეტის მერიაში სამსახური პერსონალურად შეუქმნეს, ყოველთვიური ხელფასი კი 1500 ლარით განუსაზღვრეს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ტომას დე მეზიერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოდან ვიზის დამრღვევთა რაოდენობა გაიზრდება, გერმანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს აამოქმედებს. მეზიერის თქმით, ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე…

ხაშურის მერის გიორგი გურასპაშვილის ხელფასი 450 ლარით გაიზარდა და 3100 ლარი გახდა. უცვლელი დარჩა მერის მოადგილეების ხელფასი, მერიის პროფესიული საჯარო მოხელეების ხელფასებს კი 50 - 100 ლარი მოემატა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ახალი საშტატო ნუსხა და ხელფასების ოდენობა უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, საკრებულოს 28 წევრიდან მხოლოდ 14 გამოცხადდა, სხდომის ჩასატარებლად…

უკრაინის ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართავს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სააკაშვილმა ამის შესახებ გერმანულ…

უკრაინის ოპოზიციური პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე საათის წინ კიევში, ქართულ რესტორანში დააკავეს, პოლონეთშია გაძევებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, განხორციელდა არა დეპორტაციის, არამედ რეადმისიის პროცედურა და სააკაშვილი…

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ბორჯომის საკრებულოს სხდომებზე არ ცხადდებიან, ოპოზიცია კი მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას არ უმტკიცებს, რის გამოც მერიის 125 საჯარო მოსამსახურეს იანვარში ხელფასი არ აუღია. ამ ინფორმაციას ვებგვერდი droa.ge ავრცელებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრებს მთავრობის მეთაურმა ფორუმის დაარსება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს. ლონდა თოლორაია წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ტრადიცია და კულტურა, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და უძლიერესი საყრდენი გახლავთ. ამაზეა დაშენებული საქართველოს სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]