საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, აჭარის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ლეიბორისტული პარტიიდან თელავის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ვარდოშვილი, რომელიც რაიონულმა სასამართლომ დღეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 500 ლარით დააჯარიმა, სახალხო დამცველისგან რეაგირებას ითხოვს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმში შესწორების შეტანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო ლეიბორისტული პარტიიდან თელავის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ვარდოშვილი და მას, ჯარიმის სახით, 500 ლარის გადახდა დააკისრა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ცესკოს მიერ რეგისტრირებულია 30 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 24 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი.
წალკის გამგებელმა ილია საბაძემ ბოლო 3 წლის განმავლობაში 143 086 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო. ხელფასთან ერთად, მან პრემია და დანამატები 18-ჯერ მიიღო, - სულ 47 686 ლარი.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ბორჯომის მერობის კანდიდატად საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე წარადგინა. ჩაჩანიძის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ოჯახებს მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, ერთჯერადად 6000 ლარი გადაეცემათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის ყველაზე მეტ ანაზღაურებას ნიკა გილაური იღებდა. 2011 წელს მან 152 150 ლარი მიიღო, საიდანაც 101 150 ლარი პრემიის თანხა იყო. მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის წლიური ხელფასი 51 370 ლარია.
„ირაკლი შოთაძის და მისი მოადგილეების თვიური თანამდებობრივი სარგო არის ზედმიწევნით იგივე, რაც იყო ბატონი ზოდელავასი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“–ის ეთერში გასულ სიუჟეტში, რომელიც „რეგინფოს“ მიერ გავრცელებული მასალების საფუძველზე მომზადდა…
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მოგზაურებს მოუწოდებს, რომ 9-12 სექტემბერს უკრაინის საზღვარი პოლონეთ-უკრაინის დამაკავშირებელი „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტის გავლით არ გადაკვეთონ. 10 სექტემბერს ამ პუნქტით უკრაინაში დაბრუნება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11