საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობა“ 27 აგვისტოს, 18:00 საათზე, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის ტერიტორიაზე წარადგენს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან კოორდინაციით, მის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს. სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დაპირდნენ, რომ საქართველოში სახელმწიფო…
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი სამი დღით დაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა შავაძემ 2016 წელს 55 111 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო. ძირითად ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 27 000 ლარია, მან 13-ჯერ აიღო პრემია და დანამატი, სულ 28…
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ორჭოსანის ბაზაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს.
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დანიშნა. ჯაფარიძე 2014–2017 წლებში ამავე რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. გუბერნატორის თანამდებობაზე მან პაპუნა მარგველიძე შეცვალა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის გუბერნატორად მერაბ ჭანუყვაძე დანიშნა, რომელიც 2014 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობდა.
ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 112 388 ლარის ანაზღაურება მიიღო. ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 31 800 ლარია, მან პრემია და დანამატები 19-ჯერ აიღო, ჯამში - 48 788 ლარი.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი მისაღებია, თუმცა დღეს მთავარი ის მძიმე სტიქიაა, რომელთან ბრძოლაც შესაბამის სამსახურებს ბორჯომში უწევთ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთმა ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ გახდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11