weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სესიაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა. ერდოღანის განცხადებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისთვის გადამწყვეტია.

ქალაქ ფოთის მერს ირაკლი კაკულიას შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 5 თანაშემწე ჰყავს, საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე თოფურიას კი 7. თითოეული თანაშემწის ხელფასი თვეში 1 300 ლარია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილმა 2017 წლის სექტემბერში „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 70 000 ლარი გადარიცხა. მათ შორის, 30 000 ლარი როგორც ფიზიკურმა პირმა, 40 000 ლარი კი მისმა კუთვნილი კომპანია „ციტადელის“…

მარნეულში „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი თეიმურაზ აბაზოვი იქნება, ამირან გიორგაძე კი პარტიული სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის დასაკავებლად მონაწილეობას თემურ აბაზოვი მიიღებს. მან ამირან გიორგაძე ჩაანაცვლა, რომელიც პარტიამ მერობის კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღლაკელიძის ანაზღაურებამ 2016 წელს 67 650 ლარი შეადგინა. ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 33 000 ლარია, მან პრემია და დანამატი 13-ჯერ მიიღო, - სულ 34 650 ლარის ოდენობით.

შუახევის გამგეობამ მაღალი გამავლობის 1 ახალი ავტომანქანის ყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. „ჯიპის“ შესაძენად ბიუჯეტიდან 21 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი 17 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო აქციაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა ექნებათ -…

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]