weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა. ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იქნება, ბაღდათში - არჩილ გოგსაძე, ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი, თერჯოლაში - ბონდო სოფრომაძე, სამტრედიაში - ვალერიანე ფოცხვერია,…

„ქართული ოცნებიდან“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი 30 წლის როსტომ სესიაშვილია, პარტიული სიის პირველი ნომერი კი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ თანამდებობა დატოვა. ტელეკომპანია „ბორჯომთან“ ინტერვიუში ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რამინა (რიმა) ბერაძემ, რომელიც სოციალურად დაუცველთა კვებისთვის დღეში 1 ლარსა და 18 თეთრს საკმარისად მიიჩნევს, 2016 წელს ხელფასთან ერთად 8-ჯერ მიიღო პრემია და დანამატები,…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხომაზე ფინანსთა მინისტრს დაავალა, უმოკლეს დროში პრემიები მისცენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის თანამდებობის დასაკავებლად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საინიციატივო ჯგუფმა სიჭინავას დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერები უკვე შეაგროვა.

მომღერალმა და პროდიუსერმა კახაბერ ცისკარიძემ, რომელმაც ბათუმის მერის თანამდებობის დასაკავებლად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, კანდიდატად რეგისტრაცია დააგვიანა. შესაბამისად, ის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ერედვის გამგებელს ოთარ ცოტნიაშვილს საგურამოში, აჟარის გამგებელს ლაშა მარგიანს კი ქალაქ რუსთავში საცხოვრებელი ბინები სახელმწიფოსგან 1 ლარად გადაეცათ.

მომღერალი და პროდიუსერი კახაბერ ცისკარიძე ქალაქ ბათუმის მერის თანამდებობის დასაკავებლად თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფი მის კანდიდატურას დღეს, ბათუმის 6 მაისის პარკში წარადგენს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ნეფარიძეს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ქრთამის აღება ედება. პროკურორ ბექა ეჟიშვილის განცხადებით, ნეფარიძე ერთ-ერთ თანამშრომელს, დალი მამულაშვილს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]